ერდოღანი: აშშ-ს მოქმედებები თურქეთის წინააღმდეგ არის მიმართული და ცუდი სუნი ასდის

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის ყოფილი მინისტრის, ზაფერ ჩაღლაიანის მიმართ აშშ-ს მიერ გადადგმული ნაბიჯები თურქეთის წინააღმდეგ არის მიმართული, პოლიტიკური საფუძველი აქვს და ცუდი სუნი ასდის.
ერდოღანის გაღიზიანება აშშ-ს პროკურატურის მიერ თურქეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ზაფერ ჩაღლაიანის წინააღმდეგ საქმის აღძვრას უკავშირდება.
ჩაღლაიანს ამერიკელი სამართალდამცავები ირანის წინააღმდეგ არსებული სანქციების დარღვევის მცდელობაში ადანაშაულებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ თურქეთის ყოფილი მინისტრი ამერიკული ბანკების გავლით ირანისთვის ასეულობით მილიონი დოლარის უკანონოდ გადარიცხვას ცდილობდა.
“შეუძლებელია ამ ყველაფრის კანონიერი ახსნა მოიძებნოს. მე ღიად ვაცხადებ, რომ ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ამ ყველაფერს ძალიან ცუდი სუნი ასდის,” – განაცხადა ერდოღანმა.
წყარო: alt-info.com