უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან. კრაკოვეცის სასაზღვროს გამშვები პუნქტის უკრაინის მონაკვეთზე ვითარება ცოტა ხნის წინ დაიძაბა. ე.წ. ტიტუშკები იმ კარვების ბანაკისკენ დაიძრნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილის მომხრეები იმყოფებიან.
ჩხუბისა და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად კი უკრაინელებმა მებრძოლებმა, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზიდან სააკაშვილის მხარდასაჭერად ლვოვში ჩავიდნენ, ცოცხალი კედელი გააკეთეს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას დღეს პოლონეთიდან გეგმავს.
ადგილზე მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელები და ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები იმყოფებიან. პოლიტიკური ლიდერები აცხადებენ, რომ თუ მესაზღვრეები უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს არ შეუშვებენ, კიევში მასშტაბური აქციები დაიწყება.
იურისტების განმარტებით, უკრაინას უფლება არ აქვს მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არ შეუშვას.
უკრაინის საზღვართან მისვლამდე რამდენიმე საათით ადრე მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის აცხადებს, რომ კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთნ მის მხარდამჭერებს ე.წ. ტუტუშკები თავს დასხნენ.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა მთელი ღამე კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთან გაატარეს. მათ ადგილზე კარვების ქალაქი მოაწყვეს.
"იმ ბანაკს, სადაც მრავალი ათასი ადამიანია შეკრებილი, თავს დაესხა რამდენიმე ასეული ტიტუშკა, რაც მეტ ასეთ საჩუქარს გაგვიკეთებენ, უკეთესია. ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს, ფულიც აამოქმედეს, შანტაჟიც, ეშინიათ ვინმე, რომ არ დაემორჩილოთ მათ ბრძანებებს. უკარინის სახელმწიფო აპარატი არ არსებობს. ეს არის დაახლოებით, შევარდნაძისდროინდელი აპარატი, სადაც ყველაფერი ფულსა და კორუფციაზე იყო დაფუძნებული. მე მშვიდად ვარ,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან რამდენიმე წუთში გამოემგზავრება.
„პოროშენკო სულად არ არის დარწმუნებული, რომ ყველა მისი ბრძანება შესრულდება,“- ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში პოლონეთში გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი მიზანია უკრაინაში ჩასვლა და სასამართლოს გზით უფლებების დაცვა.
"მთავარი ამათი გეგმაა არშეშვება, მაგრამ ეშინიათ მათი სახელმწიფო აპარატის იმიტომ, რომ ამ სახელმწიფო აპარატს აქვს დაბალი მორალი, როგორც შევარდნაძის დროს იყო, ყველაფერი არის კორუფციაზე. პოროშენკო რატომღაც თვლის, რომ მე თუ შევედი უკრაინაში, ის დაემხობა, ეს რაღაც ზედმეტი წარმოდგენა აქვს ჩემს თავზე, მაგრამ ასე თვლის, ვინ ჩააგონა, არ ვიცი. შევარდნაძის არ ეშინოდა ჩემი ისე, როგორც პოროშენკოს ეშინია. მე არავის დამხობის გეგმა არ მაქვს. ჩემი გეგმა არის ჩასვლა, სასამართლოში ჩემი უფლებების დაცვა, ექსცესების გარეშე... ტრიალ მინდორში ამდენი ათასი ადამიანი რომ მოვიდა, ქალაქში რომ ჩავაღწიო რამდენი მოვა,“- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილმა მის საქართველოში ექსტრადირების საკითხზეც ისაუბრა.
"გამორიცხულია, დღესვე გამიტაცონ საქართველოში, პოროშენკოს ამის თავი რომ ჰქონდეს, უკრაინაში რომ ვიყავი მაშინ ჩამომართმევდა მოქალაქეობას,"- აღნიშნა სააკააშვილმა.
პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე, კრაკოვეცის გამშვებ პუნქტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები, ისინი ბანაკ „დონბასში“ პატრულირებენ, რადგან ხელისუფლების დაქირავებული პირები, ე.წ. ტიტუშკები, ბანაკიდან მოშორებით მიკროავტობუსებში არიან განთავსებულები.
მხარდამჭერებს ლიდერები მიმართავენ. არიან პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლები და ასევე დეპუტატები სხვადასხვა პარტიიდან. ისინი აცხადებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიხეილს სააკაშვილის თვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლება არ ჰქონდა და ამ ქმედება პოლიტიკურ დევნად აფასებენ.
პოლიტიკოსები ასევე არ გამორიცხავენ ძალისმიერ დაპირისპირებასაც. ისინი აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლებას ე.წ. ტიტუშკების მეშვეობით დაძაბულობის შექმნა სურს.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად პოლონეთში მისი ოჯახის წევრები იმყოფებიან, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ერთად უკრაინის საზღვართან გაემგზავრებიან. სანდრა რულოვსი და 11 წლის ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერენ.
„ვიცით, რომ სიმართლე ჩვენ მხარეზეა, ოპტიმიზმით ვუყურებთ ამ ყველაფერს. მიშას მხარს ვუჭერთ, როგორც ყოველთვის. ნიკუშაც აქ არის და ჩვენ არ გვეშინია, დავეხმარებით,“- განაცხადა სანდრა რულოვსმა.
„ვიცით, რომ სიმართლე ჩვენ მხარეზეა, ოპტიმიზმით ვუყურებთ ამ ყველაფერს. მიშას მხარს ვუჭერთ, როგორც ყოველთვის. ნიკუშაც აქ არის და ჩვენ არ გვეშინია, დავეხმარებით,“- განაცხადა სანდრა რულოვსმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დასახვედრად უკრაინა-პოლონეთის საზღვართან უკვე შეიკრიბნენ სააკაშვილის თანაგუნდელები და მხარდამჭერები, ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ადგილზე ასევე იმყოფებიან მებრძოლები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზიდან სააკაშვილის მხარდასაჭერად ლვოვში ჩავიდნენ.
ბატალიონ ”დონბასის” მეთაური, ანატოლი ვინოგროდსკი, არ გამორიცხავს, რომ იქნება ხელისუფლების მიერ დაქირავებული მებრძოლების, ე.წ. ტიტუშკების მხრიდან პროვოკაციული ქმედებები, მაგრამ აცხადებს, რომ ბატალიონი მათ საკადრის პასუხს გასცემს.
"ეს არის მიწა, რომელზეც ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის. დაუშვებელია, რომ ამ მიწაზე ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აქ ცხოვრობს, თავს გრძნობდეს, როგორც პუტინის რუსეთში. ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ეს ეხება უკრაინელებსაც, ქართველებსაც, სომხებს, ებრაელებს. გვინდა, რომ აქ იყოს კანონი, თავისუფლება და პატივისცემა. ევრომაიდანს ღირსების რევოლუციას უწოდებენ და ჩვენ გვინდა, რომ ეს ღირსება ყველა ადამიანს ჰქონდეს, სამართალდამცველები და საჯარო მოხელეები კი ამ ღირსებას უნდა იცავდნენ. თუმცა ვხედავთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც იანუკოვიჩის დროის დაბრუნება სურთ. ადამიანების გარკვეულ ჯგუფს უნდა, რომ მოაწყონ პროვოკაციები, ჩვენი ამოცანაა, არ მივცეთ ამის გაკეთების საშუალება,” - განაცხადა ანატოლი ვინოგროდსკიმ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, პოლონეთის ქალაქ ფშემისლში იმყოფება. მასთან ერთად ახლა იმყოფება ევროპარლამენტარი სარიუშ ვოლსკი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ადგილზე სოლიდარობის გამოსახატავად სპეციალურად ჩავიდა.
ევროდეპუტატის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია სააკაშვილის მხარდაჭერა, რათა მას უკრაინაში მშვიდობიანად დაბრუნების საშუალება მიეცეს.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ მას უკრაინაში საკუთარი უფლებების დაცვის შანსს მისცემენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად პოლონეთში, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, იულია ტიმოშენკოც მივიდა.
წყარო: რუსთავი 2