საქართველოში დღეს, 10:36 საათზე 3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროსთან, სოფელ გამარჯვებიდან 21 კმ-ში დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგების შედეგად გამოწვეული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
წყარო: accent.com.ge