როგორც საქართველოს პატრიარქმა ბრძანა, "ეს იყო ისტორიული დღე, რადგან 1801 წლიდან ასეთი ნათლობა არ შესრულებულა საქართველოში



2011 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების და სოხუმის დაცემის დღეს, ემიგრაციაში, ესპანეთის სამეფოს დედაქალაქში, მადრიდში დაიბადა საქართველოს უფლისწული, მსუ დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონისა და მსუ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ვაჟი - მსუ გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი მუხარნბატონიშვილი. 
2013 წლის ბაგრატიონთა სამეფო წყვილი სამშობლოში დაბრუნდა. 3 ნოემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში პატარა უფლისწულმა "ნათელ იღო" და "ქრისტეში შეიმოსა". 
როგორც საქართველოს პატრიარქმა ბრძანა, "ეს იყო ისტორიული დღე, რადგან 1801 წლიდან ასეთი ნათლობა არ შესრულებულა საქართველოში"
უფლისწული გიორგი 6 წლის ხდება და სხვა თანატოლების მსგავსად დადის სკოლაში, სწავლობს, ცელქობს, სწყინს და უხარია...
უფლისწული გიორგის მეგობართა კლუბი დიდი სიყვარულით ულოცავს პატარა გიორგის დაბადების დღეს.უსურვებს მას ჯანმრთელობას, ლაღ და ბედნიერ ბავშვობას.. უფალმა მიმადლოს სიბრძნე, გონიერება, კაცთმოყვარეობა, მისი მშობლების და სრულიად საქართველოს გულის გასახარად!!!
ღმერთმა დალოცოს ბაგრატიონთა სამეფო ოჯახი და სრულიად საქართველო, ამინ!!!!


წყარო: https://www.facebook.com/უფლისწული-გიორგი-დავითისა-და-ანას-ძე-ბაგრატიონ-ბაგრატიონის-მეგობართა-კლუბი-337226356414152/