ტყე იწვის აბასთუმანშიც ?

ადგილობრივები "სამხრეთის კარიბჭესთან" აცხადებენ, რომ კვამლი დაბაში დაახლოებით ნახევარი საათის წინ, 13:00 საათზე შენიშნეს. შემთხვევის ადგილისკენ გაემართნენ დაბის მცხოვრებლები.

ხანძრის შესახებ შეტყობინება შევიდა საგანგებო სიტუაციების სამსახურშიც. უწყების ცნობით, მობილიზებულია ცოცხალი ძალა, სახანძრო ტექნიკა და აბასთუმანში გადაინაცვლა ვერტმფრენმაც.

რა ფართობზეა მოდებული ცეცხლი და ზუსტად სად არის ხანძარი, ამ ეტაპზე უწყებაში ვერ გვეუბნებიან.
წყარო: sknews.ge